JeJe Studio Uploader Terms & Conditions

შეთანხმება up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისის მოხმარების შესახებ

მოცემული დოკუმენტი აღწერს up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისის გამოყენების პირობებს. იმისათვის, რომ მივიღოთ up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისი აუცილებელია გაეცნოთ მოცემულ პირობებს და დაეთანხმოთ მის თითოეულ პუნქტს. up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისი სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ დაეთანხმეთ "შეთანხმების" ყველა პუნქტს.

1. up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისის გამოყენებისას აკრძალულია:

1. ნებისმიერ სახით შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი და რაიმე ფორმით ზიანის მომტანი კონტენტის გავრცელება.
2. ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. ასევე პროპაგანდას უწევს ადამიანთა რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და სოციალური ნიშნებით დისკრიმინაციასა და სიძულვილს.
3. ნებისიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, რომლიც მიმართულია კონკერტული ადამიანების, ადამინათა ჯგუფების ან ცხოველების მიმართ ძალადობის გამოყენებაზე.
4. ისეთი კონტენტის გავრცელება, რომელიც შეიცავს ცნობებს ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მსგავსი ტიპის იარაღის გამოყენებაზე.
5. ნებისმიერი კომპიუტერის დაზიანების, მწყობრიდან გამოყვანისა და ფუნქციონალურობის შეზღუდვის მიზნით შექმნილი კომპიუტერული ვირუსების, ფაილებისა და პროგრამების გავრცელება.
6. ინტერნეტის ფასიანი სერვისების მისაღებად არასანქცირებული ინფორმაციის, კოდების, პაროლების, სერიული ნომრების და მსგავსი ცნობების გავრცელება.
7. ისეთ საიტებზე მიმართული ლინკების გავრცელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას და ამ წესებს.

2. ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებლობა

1. მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება რომ ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას სერვისის მიწოდების დროს შესაძლო შეფერხებებზე, სერვერზე განთავსებული ფაილების შენახვაზე და საიტების მუშაობის 100% გარანტიას.

3. მომხმარებლის პასუხისმგებლობა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში

1. up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისის ადმინისტრაცია უფლებამოსილია უპირობოდ წაშალოს ან დაბლოკოს მომხმარებლისათვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და წაშალოს მის მიერ ყველა ატვირთული ფაილი, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არღვევს წინამდებარე შეთანხების პირველი პუნქტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას.
2. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას აანაზღაუროს ნებისმიერი მესამე პირისათვის ან/და up.jeje.ge -ს ფაილ ჰოსტინგის სერვისს მიყენებული ზიანი, რაც დადგა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული მომსახურებით მომხმარებლის მიერ სარგებლობისა და მისი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად